საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ იორკში მონაწილეობა მიიღო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის და ევროპის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის სახელით გამართულ მიღებაში.
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ მაღალი რანგის დისკუსიაში "აღმოსავლეთ ევროპის მომავალი - ქალთა გაძლიერება" მონაწილეობა მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა "ფორდჰეიმის " უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, მისი პოლიტიკური დღის წესრიგი, მიზნები და ამოცანები იყო არა კანონმდებლობა, არამედ პოლიტიკური ლიდერების, საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების უნარი, დაიცვან წესები, რომლებიც დამყარებული და დაწერილია.
ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია აჟიოტაჟი, რაც ,,გაზპრომთან" დაკავშირებით ატყდა. მას ამ თემის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორად მიაჩნია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ე.წ. ნარუშილოვკებზე და მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისთებლიშმენთში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გავხადო"- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაერო-ში მიმდინარე შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კონექტიკუტიში, სანაპირო დაცვის აკადემიას (United States Coast Guards Academy) ესტუმრა და აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1984 წელს დაბადებული შალვა ა. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად დააკავეს.
ნიუ იორკში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა. პირველად 2013 წლის შემდეგ, ბარაქ ობამამ და ვლადიმერ პუტინმა პირისპირ ისაუბრეს.
ნატოს გადაწყვეტილებით საქართველო შეუერთდა სწრაფი რეაგირების ძალებს. მასში ქართული ასეული მიიღებს მონაწილეობას,-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას მიერ ორგანიზებულ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების სამიტზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.