"რუსთავი 2"-ის 21-წლიანი მუშაობის განმავლობაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, ეს არის გამოცხადებული ომი, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიის ეზოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველო პრაქტიკულად სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას.
ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე "რუსთავი 2" დაიხურება, დაიხურებით თქვენ, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "რუსთავი2"-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის, საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს, 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.
არ მგონია, რომ ვინმე მოახერხებს და რამეში შემზღუდავს. მეტიც, ამ თამაშის წესებით თავისუფლად ვიქნები პოლიტიკაში, გავაგრძელებ პოლიტიკაში ყოფნას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე, მის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საუბრისას განაცხადა.
პოლიტიკური კონტექსტის შეტანა, როდესაც ლმობიერება უნდა გამოიჩინო, არის ფაქტობრივად დაბრუნება სტალინიზმში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე აშშ-ში მცხოვრები ერთ-ერთი ემიგრანტის შეკითხვის - გეგმავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი "პოლიტპატიმრების" შეწყალებას და აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას - საპასუხოდ განაცხადა.
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
კიდევ ბევრი კარგი წელი იქნება წინ, - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის სამ წლისთავს.
მე ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური პატიმრები, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ქართველმა ხალხმა ერთად დგომით შეძლო, რომ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი არჩევნების გზით ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.