მუსულმანთა წმინდა ქალაქ მექას მეჩეთში ამწე-კრანის ჩამოშლას სულ მცირე 107 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 230 კი დაშავებულია.

სრულად...

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის შეფასებით, მევენახეთა პრობლემის გამოყენებით "ნაციონალურმა მოძრაობამ" პროვოკაციის მოწყობა სცადა.

სრულად...

82 წლის ასაკში ცნობილი ქართველის მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სრულად...

თელავი-გურჯაანის მთავარი მაგისტრალი გადაკეტილია. გზა დღეს დილიდან კახელმა მევენახეებმა გადაკეტეს, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

სრულად...

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო, ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი" მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის დეპარტამენტის მინისტრს, ვანგ ძიარუის შეხვდა.

სრულად...

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი ევროპაში გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის შემდეგ, თინათინ ხიდაშელს ლატვიელმა კოლეგამ უმასპინძლა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა. ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს და აღნიშნა, რომ მსგავსი საზეიმო განცდა უნივერსიტეტში დიპლომის აღების დროს ჰქონდა.

სრულად...

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები "ევრობასკეტის" მერვედფინალში გავიდა. ქართველმა კალათბურთელებმა, ხორვატიასთან გუშინდელი გამარჯვების შემდეგ თავის ქვეჯგუფში ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულეს და მერვედფინალში D ჯგუფის პირველ ადგილოსანს, ლიტვას დაუპირისპირდებიან.

სრულად...

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია აცხადებს, რომ რთველის დაწყებიდან ამ დრომდე გლეხებს 4 000 ტონამდე ყურძენი უკვე ჩაბარებული აქვთ, ხოლო ყურძენზე დღეს არსებული ფასი საბაზრო მოთხოვნებიდან გამომდინარე დაწესდა. რაც შეეხება გლეხების აქციებს, დანელია თვლის, რომ ეს მართული აქციებია. 

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი