საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოთქმული შეშფოთების გამო,  ტელეკომპანია АТВ-მ დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქართული სალოცავის - ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარში გადაღებული კლიპის ჩვენება შეწყვიტა.

სრულად...

2016 წლის მოწვევის პარლამენტში თბილისს სავარაუდოდ - 19 მაჟორიტარი დეპუტატი, ქუთაისსა და ბათუმს სამ-სამი, ხოლო რუსთავს, ფოთს, მარნეულს, გორსა, ზუგდიდს, ორ-ორი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.

სრულად...

ფორმალური დიქტატორი სჯობს თუ არაფორმალური ზეგავლენის მქონე ადამიანი, - ამ კონტრშეკითხვით უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სასტუმრო "რუმსში" მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ჟურნალისტ თამარ ჩერგოლეიშვილის კითხვას ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით.

სრულად...

რომ შევხედოთ, სად ვიყავით და სადამდე მოვედით, მე ტაშს დავუკრავდი ჩვენს საზოგადოებასა და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართული დებატებისას განაცხადა.

სრულად...

ამერიკელი გენერლის ფრაზა, რომ ჩვენ უნდა გამოვცადოთ, რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მრავლისმთქმელი და მრავლისმეტყველი იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სასტუმრო "რუმს ოტელში" მიმდინარე კონფერენციაზე განუცხადა.

სრულად...

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საავიაციო ნაწილების საწარმოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

სრულად...

რუმინეთის დედაქალაქის ბუქარესტის მერი, 63 წლის სორინ ოპრესკუ ქვეყნის სამართალდამცველებმა სახლში დააკავეს. BBC -ის ცნობით, სორინ ოპრესკუს გამოძიება ბრალს სდებს საჯარო პროექტებზე მომუშავე კომპანიებისგან, 10%-იანი წილის ქრთამის სახით მიღებაში.

სრულად...

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მთავარი კითხვები, რომლებიც დაისვა საქართველოში 2008 წელს, და შემდეგ კიდევ უფრო ხაზი გაესვა 2014 წელს უკრაინაში , ესენი ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია.

სრულად...

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია აცხადებს, რომ წელს დაახლოებით 200 ათასი ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან და სავარაუდოდ, სამრეწველო გადამუშავებისთვის 120-130 ათას ტონამდე იქნება ჩასაბარებელი. ამის შესახებ მინისტრი გაზეთ "კვირის პალიტრასთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

სრულად...

საქართველო ამერიკისა და ევროპის ახლო მოკავშირეა იმისდა მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური პარტია იქნება საქართველოს მთავრობაში სათავეში. დემოკრატიის სილამაზე იმაშია, რომ მიუხედავად იმისა, რომ კაპიტანი შეიძლება შეიცვალოს, გემი მაინც სწორი მიმართულებით მიემართება

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი