თბილისის სავალუტო ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.47-2.50 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.39-დან 2.44 ლარის ფარგლებში იბარებენ.
რუსეთის დელეგაცია 2016 წელს თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე დასწრებას გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რუსეთის დუმის სპიკერმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაყენების შესახებ პეტიცია გამოჩნდა. პეტიციის ავტორი წერს, რომ სააკაშვილმა სამთვიანი გუბერნატორობის განმავლობაში ვერ შეძლო ვერც ერთი პირობის შესრულება, რის გამოც ის უნდა გადადგეს.
ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 70-ე სესია გაიხსნა. გენერალური კომიტეტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება, გენერალური დებატები კი 28 სექტემბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დასრულდება.
ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებაზე, კოალიციის დაშლის შესაძლებლობასა და რესპუბლიკელების კოალიციიდან გასვლის შესახებ კომენტარები გააკეთა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ფასი 2.4170 ლარი გახდა.
დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომ თბილისის მერიაში ფასიანი გზების თემა არ განიხილება.
სკანდალურად ცნობილ ფრანგულ სატირულ ჟურნალ „შარლი ებდოს“ სასამართლო ემუქრება, თურქეთის სანაპიროსთან სამი წლის სირიელ ბიჭზე აილან კურდიზე კარიკატურების გამო. ჟურნალში გამოქვეყნებულ კარიკატურაზე აილანია გამოსახული, რომელიც სილაში წევს, ხოლო მასზე წარწერაა: „ასე ახლოს მიზანთან“. ასევე კაფეს რეკლამაა წარწერით: „ბავშვის ორი მენიუ ერთის ფასად“.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სტუმრობასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში სასწავლო და სამუშაო პროცესი შეწყდა.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას, - ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ილირ მეტამ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.