საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონღოლეთის პრემიერ-მინისტრს, საიხანბილეგ ჩიმედს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და მონღოლეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს არ ესმის, რატომ აკრიტიკებს ოდესის გუბერნატორი უკრაინის მთავრობას.
ჰილარი კლინტონი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პოსტზე ყოფნის დროს პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენების გამო პირველად იხდის ბოდიშს.
ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ „Zhuhai Da Heng Qin Company Limited" შესაძლოა საქართველოში ახალი საგზაო მაგისტრალის პროექტი დაიწყოს, რომლის საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება- ჩინეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს კომპანიის ხელმძღვანელებს შეხვდა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ტახტზე ყოფნის რეკორდი დაამყარა და მანამდე არსებული რეკორდი მოხსნა, რომელიც მის დიდ ბებიას, დედოფალ ვიქტორიას ეკუთვნოდა.
საქართველოს საპატრიარქო ზუგდიდის მუზეუმში დაცული ღვთისმშობლის კვართის თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში ჩამობრძანებასთან დაკავშირებით პაატა ბურჭულაძის მიერ გაკეთებულ შეთავაზებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ასეთ თემებზე ეკლესიასთან შეუთანხმებლად მსჯელობა მიუღებელია.
საქართველოს დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია. დალიანის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს დალიანის ვიცე-მერი დახვდა.
შესაძლოა წელს კახეთში ყურძენი დაუკრეფავი დარჩეს. დაბალი ფასის გამო მევენახეები მოსავლის აღებაზე უარს ამბობენ, ისინი ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებებს ახსენებებენ.
თბილისში ელექტროენერგიის ახალი სამომხმარებლო ტარიფი ძალაში დღეიდან შევიდა. გაზრდილი ფასების შესახებ სემეკ-ის დადგენილება "საკანონმდებლო მაცნეში" დღეს გამოქვეყნდა.
თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყის საზღვარი გადაკვეთეს და ამ ქვეყნის ტერიტორიაზე „ქურთთა მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ოპერაციას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეითედ პრესი“ ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.