ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.
რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და ბარაქ ობამას შორის უახლოეს მომავალში პირისპირ შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ თეთრ სახლში აცხადებენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნების დაწყებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, რუსეთისგან კი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულებას ითხოვს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით პოზიტიური დინამიკა სახეზეა, მაგრამ ჩვენ ორმხრივად უნდა შევთანხმდეთ იმ ენაზე, რომელიც გამოყენებული იქნება დეკლარაციისთვის , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, მაშველების გამოძახება ძირითადად გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან დაფიქსირდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩასული ვლადიმერ პუტინი ბარაქ ობამას შეხვდეს. ლავროვი „შესაბამის სიგნალს“ ამერიკული მხარისაგან ელოდება.
კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საშუალება მისცემოდა, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ ძმები და ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს ჩვენს ძმობას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამთავროს დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.
პოეტი დავით მაღრაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლას ბერლინერს ღია წერილით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო მიმართავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობს და ცრუ მოლოდინებია შექმნილი, რომ ლარის კურსი კვლავ გაუფასურდება შემოდგომაზე, რაც არასწორია, - ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბათუმში დღეს განუცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.