„წვერიანი ვაჰაბიტის" ვირტუალური ფიგურა დღევანდელ მსოფლიოში ბევრ საფრთხის შემცველ თემას ფარავს, რომელთა გრძელი სიის სათავეში ექსპერტები ერთხმად პანთურქიზმს (პანთურანიზმს) მოიაზრებენ და აცხადებენ, რომ განსაკუთრებით სახიფათო ის შეიძლება კავკასიისთვის აღმოჩნდეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის სასახლეში, დღეს, საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებას დაესწრება.
ოპოზიციის მოსაზრებებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში "ძველი, კორუმპირებული კადრები დაბრუნდნენ", შსს მინისტრი ეხმაურება და მოქალაქეებს მიმართავს, რომ უწყებას ნებისმიერი ასეთი ფაქტის შესახებ აცნობოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაწყებულ რკინიგზის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
შეშფოთების საბაბი არ გვაქვს და პოლიცია თავის ფუნქციებს ეფექტურად შეასრულებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, დიმიტრი ბულგაკოვის განცხადებით, რუსი სამხედროები აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად მუშაობენ. როგორც ბულგაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთის სარკინიგზო ჯარები ივლისში აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით გაიგზავნა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით "სითი პარკის" სამი თანამშრომელი - 1976 წელს დაბადებული ლევან გ, 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ლ. და 1990 წელს დაბადებული თორნიკე კ. თბილისში დააკავეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნების თარიღად 1 ნოემბერი გამოცხადდა.
სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი "დელტა" კახეთში სეტყვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
კახეთის რეგიონში გუშინ ღამით მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა, რის გამოც ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ამ მიმართულებით დროებით შეჩერებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.