ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაცია BBC -ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, გადმოცემულია საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემები ბოლო მოვლენების ფონზე: აქცენტი გადატანილია „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის დემარკაციის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.
აფხაზი ახალგაზრდები, რომლებიც სუპერთასის თამაშს და ანაკლია-განმუხურში “გემ ფესტს”დაესწრნენ, “კვირის პალიტრასთან ” თავიანთი შთაბეჭდილებების შესახებ ყვებიან:
სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება. უწყების განცხადებით აღნიშნული ინფორმაცია ჩრდილს აყენებს როგორც სამინისტროს მიერ განხორციელებულ „მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას“, და ასევე შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, არაფორმალურ ვითარებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა ნოდარ ხადურსა და ნოდარ ჯავახიშვილთან ერთად არაერთხელ გამართულა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე, გაეროში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. კერესელიძის განცხადებით, გაეროში გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე საქართველოდან ორი - პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციები წარსდგებიან.
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერი მაია ფანჯიკიძე, პრემიერ-მინისტრის გაეროში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ წარმოუდგენელია, პრემიერი იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი და ამ დელეგაციაში იყოს პრეზიდენტი ან პირიქით.
ირაკლი ღარიბაშვილი 8-13 სექტემბერს ჩინეთში ქალაქ დალიანში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა.
ცხინვალის ციხიდან 36 წლის მამუკა სამხარაძე 150-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
3 ოქტომებრს დანიშნულ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი ლევან კობიაშვილი. ამის შესახებ კობიაშვილმა Facebook -ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.