ჩინეთის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ტიანძინში მომხდარ ორ ძლიერ აფეთქებას 44 ადამიანი შეეწირა, 500-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება.
თბილისის პროკურატურამ ერთი პირი დააკავა, რომელიც პატიმრის ძმას საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობიტ 5000 ლარი გამოსძალა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
გაერო-ს გენერალური მდივანი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში საზღვრის გავლების პროცესის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ ბან კი-მუნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას რევაზ არველაძეც მიიღებს. ინფორმაციას თავად არველაძე ადასტურებს.
თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კოლეგიამ (DEIK) საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი უმსხვილესი ბიზნესკომპანიების მონაწილეობით დაგეგმილ ბიზნესფორუმზე მიიწვია.
"ქართველებს რუს ხალხზე უფრო ახლობელი ერი არ ჰყავთ, დაწყებული რწმენით და დამთავრებული მენტალობით", - ამ სათაურით აქვეყნებს ინტერვიუს რუსული გამოცემა "იზვესტია" ცნობილ ქართველ ბანთან პაატა ბურჭულაძესთან.
ვინმეს დამნაშავეობა/უდანაშაულობა თავდაცვის სამინისტროს განსასჯელი არ არის. ამას სასამართლო დაადგენს, ჩვენ კი კვლავაც კანონის უზენაესობის სამსახურში ვიქნებით, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების თავდაცვის სამინისტროში აღდგენის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე აღადგინეს.
თავისუფალ სიტყვას დაცვა სჭირდება, ოღონდ ის დასაცავი არასდროს არ უნდა გახდეს და მე არ მგონია, რომ დღეს ამასთან გვაქვს საქმე, – ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის წინააღმდეგ წარმოებულ სამართლებრივ დავას.
ე .წ ,,კაბელების საქმის“, მთავარი მონაწილეები გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე, თავდაცვის სამინისტროში თანამდებობებზე აღადგინეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.