საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას განცხადებით, ხორბლის ან პურის ფასის მატება არცერთ ლოგიკას არ ექვემდებარება.
„ვფიქრობ, რომ სამაუწყებლო კომპანიას არავითარ შემთხვევაში თავისი საქმიანობა არ უნდა შეეზღუდოს“ - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს, რათა საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს.
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისთვის დაუჯერებელია ვერსია, რომ პრემიერის დავალებით კარბელაშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა.
ესპანეთის “ბარსელონა” თბილისში გამოემგზავრა. “თვითერის” ოფიციალურ გვერდზე კლუბმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ფეხბურთელები აეროპორტში თბილისში გამოსამგზავრებლად საპასპორტო რეგისტრაციას გადიან.
ტელეკომპანია "რუსთავი 2" სასამართლოსგან იმ მასალების დაჩქარებული წესით მიღებას ითხოვს, რის საფუძველზეც ტელეკომპანიის ქონება დააყადაღდა. ტელეკომპანიის იურისტმა თამთა მურადაშვილმა აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს ოფიციალურად მიმართა.
გიორგი კარბელაშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. დეპუტატს ექსპერტიზა მისივე ინიციატივით ჩაუტარდა. როგორც კარბელაშვილი ამბობს, მას დაკავებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგო.
შსს დეპუტატ გიორგი კარბელაშვილის დაკავებასათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს და ზუგდიდში დაბრუნდეს. როგორც ზვიად სიჭინავამ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, დარჩება თუ არა ფეხბურთში.
უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, 11 აგვისტოს 18:00 საათიდან, თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.