შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა დღეს 14:00 საათზე გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს ახალ მინისტრს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს.
მე ვარ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც ფიცი დადო არა "ქართული ოცნების", არამედ სახელმწიფოს წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" განაცხადა.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ბაჩანა ფ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
მეც ვფიქრობ, რომ სავალდებულო გაწვევა ქვეყანაში არ უნდა იყოს, თუმცა არ ვარ მომხრე, კანონით ეს საერთოდ ავკრძალოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
„ატეკიდან“ დაწყებული კარიერა, რომელიც თბილისის ცირკის დირექტორობით, საქართველოს პარლამენტის წევრობით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანებით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლობით გაგრძელდა - ეს არის თემურ ჯაფარიძის მოკლე ავტო-ბიოგრაფია.
პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო პატარა ბავშვის ახირებული საქციელია და სხვა არაფერი, - ასე აფასებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ინტერპოლის ძებნილთა სიიდან ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაცია კეზერაშვილის უფლებების დამცველმა საქართველოში, ადვოკატმა შოთა მინდელმა დაადასტურა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დამატებით კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.
პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ფორმატში შეკრებას და ამ მიზნით პრეზიდენტისთვის მიმართვას არ აპირებს.
რამდენი მიტინგიც არ უნდა გამართონ, მათ ეს შენობა არ დაუკანონდებათ, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს სამინისტროში ბრიფინგზე განაცხადა.
"თელასის" სატარიფო განაცხადზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად 2015 წლის 18 დეკემბერი განისაზღვრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.