გიორგი მღებრიშვილი დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. შინაგან საქმეთა მინისტრს სამინისტროში მისი წინამორბედი, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დახვდა და წარმატებები უსურვა.
შს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ვაკანტურია. შს ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს და ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ უწყებაში გარკვეულ გადაადგილებებს ექნება ადგილი.
უშეღავათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული კრიმინალის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი კახა კახიშვილი წარუდგინა. გიორგი მღებრიშვილმა საკუთარი მინისტრობის პერიოდი შეაფასა და განაცხადა, რომ სისტემაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტოს საგამოძიებო სამსახურმა ჯართის ბიზნესში მოქმედი საწარმოების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა და სახელმწიფოს მოტყუებით, დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორი დააკავა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ბესიკ დევდარიანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. კანონმდებლობით, მინისტრის ცვლილების შემთხვევაში, თანამდებობას მოადგილეებიც ტოვებენ და მოვალეობის შემსრულებლად ითვლებიან.
ავტოავარია თბილისში მსხვერპლით დასრულდა. თემქაზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, ოთხი კი - დაშავდა.
საქართველოს 26 აგვისტოს ორდღიან ოფიციალურ ვიზიტად ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა.
პრემიერ-მინიტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ვერტმფრენ "სუპერ პუმას" შეძენის საკითხზე კომენტარი მაღალმთიან აჭარაში კურორტ ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე გააკეთა და დააზუსტა, რომ მისი ეს კომენტარი ნახევრად ხუმრობაა.
აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი განიხილავს შესაძლებლობას, ჩაერთოს ქვეყნის უმაღლესი პოსტისთვის პრძოლის მარათონში. ამის შესახებ "The New York Times" იუწყება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.