ჩვენ განვიხილეთ სუბსიდირების რამდენიმე სქემა და არჩევანი შევაჩერეთ ისეთ მოდელზე, სადაც სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ყველა ოჯახისათვის, - ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად "ნაციონალური" პრეზიდენტი, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის შეწყალების გადაწყვეტილებას.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, გერმანიაში გულის სისხლძარღვზე ინვაზიური სამკურნალო ჩარევა ჩაუტარდა“,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტობის კანდიდატის, ვერმონტის ყოფილი გუბერნატორის, NDI-ის დირექტორთა საბჭოს წევრის, ჰოვარდ დინისა და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისში ევროპის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილეობასთან დაკავშირებით (24 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით), საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება მიეცათ ფესტივალის მონაწილე - კოსოვოს დელეგაციის წევრებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს აინტერესებს, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები საქართველოს ხელისუფლებაზე უკრაინის სახელმწიფოებრივი პოზიციაა თუ ერთი არც მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის ინდივიდუალური მოსაზრება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, ხონის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, ზურაბ ჯიბუხაიას, ხონის გამგეობის თანამშრომლის, დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის, ლევან ბობოხიძის და ხონის გამგებლის მოადგილის, ბესარიონ ჭელიძის შეწყალების ფაქტს აპროტესტებს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, საფრანგეთში უმაღლეს საკლუბო დონეზე დიდი ხნის განმავლობაში მოთამაშე, ლეგენდარული ქართველი მორაგბე ლევან ცაბაძე დღეს პოლიტიკურ „თამაშებშია“ ჩართული და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ასპინძის მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს.
ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები:
მიმდინარე წლის 23 ივლისს 16:10 საათზე სს "თელასმა" საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას სატარიფო განაცხადით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.