ჩემთვის სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები ასეთი უპასუხისმგებლოები აღმოჩნდნენ, თუმცა, მათი წასვლა საერთო სურათში არაფერს ნიშნავს, - ასე შეაფასა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ "ნაციონალური მოძრაობის" წევერების მიერ პარტიის დატოვება.
"ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე ადასტურებს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე განცხადება გაავრცელა.
პარტიაში ყოველთვის არის განახლების პროცესი, მით უფრო, როცა არჩევნები ახლოვდება - ახლა ოპოზიციაში ყოფნა რთულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა პატრიის სამი ლიდერის პარტიიდან წასვლის თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ქვემო სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიან სოფელ ზესხოში იმყოფებოდა. სოფელი ზღვის დონიდან 1800 მეტრზე მდებარეობს და იქ ამჟამად მხოლოდ ფრიდონ ქალდანის ოჯახი ცხოვრობს.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ნიკორწმინდის ეპისკოპოსად არქიმანდრიტი ვახტანგ ლიპარტელიანი დაადგინა.
საჩხერის პოლიციის უფროსმა, რეზო კობახიძემ თანამდებობა დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, კობახიძემ პოლიციის უფროსის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება საკუთარი ნებით დაწერა და იგი კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებიდან, ბროლოსანიდან და წეღვერიდან ორი ადამიანი, გელა წოწოლაშვილი და შალვა მულაძე გაიტაცეს და ამ დრომდე მათ ოჯახებს ჯერ არავინ დაკავშირებია.
გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციის პრეზენტაცია თბილისის მერს დავით ნარმანიას არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილე ოთარ ნემსაძემ დიღმის ჭალებში იმ ტერიტორიაზე წარუდგინა, სადაც 500 000 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი პარკი მოეწყობა.
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური იმედოვნებს, რომ საქართველოს გატაცებულ მოქალაქეებს ქართულ მხარეს გადმოსცემენ.
ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, დედაქალაქის მერიის უმოქმედობა საზღვრებს გასცდა და ნარმანიას უწყებაში ახლახან ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დავით კეზერაშვილის კადრიც კი დანიშნეს. ამ თემებზე არეშიძემ გაზეთ ,,კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.