დასავლური დემოკრატიის ერთ-ერთი აქტიური დამცველი რუსულ ნავთობკომპანიაში მაღალ თანამდებობაზე დაინიშნა. საუბარია შვედეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრზე, რომელიც ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოში სააკაშვილის თანამშრომელი გახდა.
აშშ-ს ტეხასის შტატში ბაიკერებს შორის მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. Fox News-ის ცნობით, სროლა ბაიკერების ორმა დაპირისპირებულმა დაჯგუფებამ რესტორან “ტვინ პიქსის“ სიახლოვეს მოაწყო.
შსს-ს ცნობით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული, დავით თ. ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციური (მოსახლეობის) კვლევა მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო პროექტის “ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის” ფარგლებში, დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პრეზენტაციას გამართავს და რამდენიმე ობიექტს გახსნის.
რუსთავის გზატკეცილის დაგებაზე მომუშავე მუშები დღეს დილიდან ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაიფიცნენ. მუშების განცხადებით, რუსთავის გზის მშენებლობას ჩინური კომპანია ახორციელებს, რომელიც თითოეულ მუშას დღეში 20 ლარს უხდის.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციასა და მათ კომენტარებს ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. თავდაცვის მოქმედი და ყოფილი მინისტრები ერთმანეთს თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში შეხვდნენ.
ჩვენ დღეს დავამტკიცეთ, რომ ვართ ღირსეული, გამორჩეული ერი და ცივილიზებული სახელმწიფო, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში დღეს გამართულ აქციებს.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე დაინიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მაესტრო" ავრცელებს.
“ღმერთმა დალოცოს ყოველი გაჭირვებული, რომელიც შესთხოვს უფალს, იხარეთ, ძენო და ასულნო საქართველოის“, – ამ სიტვებით დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში აწყურის ღვთისმშობლის ხატთან შეკრებილი მრევლი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.