ის, რაც განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროში იყო არა მინისტრის, არა სამინისტროს დამსახურება, არამედ მთლიანად სამთავრობო გუნდის და პოლიტიკის, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს
გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა.
2012 წლის სექტემბერში მახსოვს როგორი შედეგი დაიდო NDI-ს კვლევის და ვიცი 1 ოქტომბერს რა შედეგიც იყო, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური NDI-ს კვლევებს, რომლის მიხედვითაც სამინისტროებს შორის ყველაზე ცუდი რეიტინგი სწორედ ფინანსთა სამინისტროს აქვს.
დეპუტატი თამარ კორძაია ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრი აღარ არის. აღნიშნული საკითხი დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უნდა განიხილონ.
NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი რჩება.
NDI-ს კვლევის მიხედვით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გამოკითხულთა 87%-ს მოსწონს. პატრიარქი მხოლოდ გამოკითხულთა 2%-ს არ მოსწონს, 6%-ს მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, 4%-ს პატრიარქის შესახებ არ სმენია, 2%-მა კი პასუხზე უარი განაცხადა.
NDI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა სამინისტროებს შორის ყველაზე დადებითად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას აფასებს. სერგეენკოს უწყების საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 10%, კარგად – 33%, საშუალოდ 36%, ცუდად – 7%, ძალიან ცუდად კი – 2%.
NDI-ს კვლევის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 25 პროცენტით ლიდერობს. გიორგი მარგველაშვილი გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 22%-ს არ მოსწონს, 21% მასზე ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ქვეყნის პირველი პირების: პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის საქმიანობას საშუალოდ აფასებს.
NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობამ არ იცის, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდა ხმას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.