რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია და მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.
კონსტიტუციით განსაზღვრულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სტატუსი, რაც კათოლიკოს-პატრიარქს უფლებამოსილებას გაძლევთ, გარკვეულ საკითხებში თქვენი პოზიცია დააფიქსიროთ, - ასე მიმართა ავსტრიის პრეზიდენტმა, ჰაინც ჰიშერმა სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დღეს გამართულ შეხვედრაზე.
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ალგეთის თემში - ბალაბეკ გიზბასოვი ქრთამის აღებაში ამხილეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არაბთა გაერთიანებული საემიროები და საქართველო არიან ახლო პარტნიორი ქვეყნები. როგორც პრემიერმა საქართველო-არაბეთის გაერთიანებული საემიროების ბიზნესფორუმზე განაცხადა, ეს ღონისძიება იქნება ერთ-ერთი ათვლის წერტილი, სერიოზული ეტაპი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით.
საქართველოს სურს, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, მათ შორის რუსეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არის კონსტრუქციული და მისთვის მთავარია სტაბილურობა.
2015 წელს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ეკონომიკური აქტიურობის დაღმასვლა გაგრძელდება. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის მაისის ანგარიშშია ნათქვამი.
საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც იქნება ჩართული. ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისში 19, 20 და 25 მაისს რეპეტიციები ჩატარდება.
საქართველო რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციას არასდროს ელოდა და მთავრობას ეს მოლოდინი არ შეუქმნია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნაოსნობის განსაკუთრებული სიფრთხილის რაიონის გადაკვეთა) პანამის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი „TRANSFAIR“-ი დააკავეს.
საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, ინტერპოლის მიერ მისი ძებნის შეწყვეტის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. ზურაბ ადეიშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინულ გამოცემა “გლავკომთან” საუბრობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.