ნეპალში მორიგი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7,4 მაგნიტუდას მიაღწია. მიწისძვრის ეპიცენტრი ევერესტთან ახლოს 19 კილომეტრის სიღრმეში იყო.

სრულად...

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა კუბაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მოქმედ პრეზიდენტ რაულ კასტროსა და ყოფილ ლიდერ ფიდელ კასტროსთან შეხვედრები გამართა.

სრულად...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპის ბიუროს დირექტორს, შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ თანაშემწეს ჩარლზ კაპჩანს შეხვდა.

სრულად...

ყოველწლიური შეხვედრის ოფიციალურ გახსნამდე, EBRD-ის პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ორმხრივი შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

სრულად...

ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობა" აღიარა. Lifenews.ru-ს ინფორმაციით, შესაბამის "ბრძანებებს" ხელი თვითაღიარებული რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ მოაწერა.

სრულად...

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, იესო ქრისტეს პირველი მოციქულის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

სრულად...

პოლონეთის  ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ანჯი დუდამ ხმების 34.76% მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ კი - 33.77%.

სრულად...

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს სოჭში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინსა და  საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

სრულად...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა , რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა. ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.3429 ლარად იქნება შესაძლებელი.

სრულად...

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა, თემურ ხომერიკმა თანამდებობა დატოვა. ხომერიკმა შესაბამისი განცხადებით დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას დღეს მიმართა.

სრულად...




მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი