ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დადასტურა მისი აფხაზ ენერგეტიკოსებთან შეხვედრის ფაქტი, რომელიც აფხაზური მედიით გავრცელდა და თქვა, რომ აფხაზურ მხარესთან ენერგეტიკული მიმართულებით ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს.
ალექსანდრე მარგიშვილმა და ალუდა გოგლიჩიძემ დღეს თბილისის მერის მოადგილეთა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ დავით ნარმანიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შსს-ს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ოზურგეთის რაიონის სოფელ მაკვანეთში მცხოვრები ლაშა ო. თბილისში ჩადენილი მკვლელობისთვის დააკავეს.
თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ დაიძლიოს ის გარკვეული ჩამორჩენა რეგიონებში, რომელზეც ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა აქცენტები, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგებელი, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ guardian.ge -ს ესაუბრა.
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კახა კალაძის აფხაზ ენერგეტიკოსებთან შეხვედრის შესახებ აფხაზური მედია იუწყება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობას სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, გასული წელი პოზიტიური იყო და პრაქტიკულად, ყველა სექტორში ზრდა იყო.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოცულობის გაზრდის თაობაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შეაფასა და აღნიშნა, რომ არსებული მაჩვენებლები სწორედ მთავრობისადმი ინვესტორთა ნდობაზე მიუთითებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია შემცირებულია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომავალი კვირიდან რეგიონების განვითარების პროგრამის პრეზენტაციას იწყებს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გუბერნატორებთან, გამგებლებთან და მერებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.