ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ის ენერგეტიკული პროექტები ჩამოთვალა, საიდანაც ქვეყანაში 600-მილიონიან ინვესტიცია უნდა შემოვიდეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ამაშუკელი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობასაც 7 თვის განმავლობაში ითავსებდა, პოსტიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და საქმიანობას მინისტრის პირველი მოადგილის რანგში განაგრძობს.
ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მან არ იცის, რა გადაწყვეტილება აქვთ მიღებული სხვა მინისტრებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
საქართველოს საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია. კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე მოძრაობა დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე თავისუფალია, ხოლო გარკვეული სატრანსპორტო საშუალებებისთის საღამოს 19:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე მოძრაობა იკრძალება.
საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის შესახებ ისაუბრა.
საბერძნეთის პოლიცია მოქალაქეთა ძარცვისა და ქურდობითვის 25 თებერვალს დაკავებული ათი ქართველის ვინაობას და ფოტოებს აქვეყნებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი, მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გადაცემა „არჩევანში“ პარლამენტის სხდომაზე მინისტრებისა და საპარლამენტო უმრავლესობის არდასწრების საკითხი გააპროტესტა.
თბილისის მერიამ, ერთ-ერთ კომპანიასთან დადებული 1 192 998.22 ლარიანი კონტრაქტი 50 თეთრით შეამცირა. ამის შესახებ დოკუმენტს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი აბესაძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს და აცხადებს, რომ შესაძლოა, აღნიშნულით მერიაში „ქამრების შემოჭერა“ დაიწყეს.
საქართველოს მთავრობასა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან ნაწილობრივი გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში მოეწერება ხელი.
პოლიტიკური პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს, სამწუხაროდ, ყველანი ვხედავთ, რომ ქვეყანაში ყველა პრობლემა ღრმავდება და მათი გადაწყვეტა ვერ ხდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.