კოალიცია "ქართული ოცნება" პოლიტსაბჭოს სხდომას ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით პარტიის ცენტრალურ ოფისში მართავს.
საქართველოს რკინიგზის პრივატიზაციის საკითხი ამ დროისთვის არ განიხილება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის ყველა პროცედურას გეგმის მიხედვით მიყვებიან. როგორც თამარ ბერუჩაშვილი იმედოვნებს, რიგის სამიტის წინ გამოქვეყნებული ანგარიში პოზიტიური იქნება.
ლარი ძირითად უცხოურ ვალუტებთან, დოლართან და ევროსთან მიმართებაში დღესაც გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 7 მარტიდან 1 აშშ დოლარი 2.1740 ლარი ეღირება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 8 მარტს ჩინეთს ეწვევა. პრემიერის ვიზიტის ფარგლებში იგეგმება მისი მსხვილი ჩინური კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრებიც.
მთავრობის ადმინისტრაციის წინ, სამშენებლო კომპანია "ცენტრ პოინტისგან" წლების წინათ დაზარალებული მოსახლეობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ერთ-ერთმა ქალბატონმა საწვავი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა საბედნიეროდ, აქციის მონაწილეების ჩარევის შედეგად მან ეს ვერ შეძლო.
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების ე.წ. კაბელების საქმის ფინანსურ ნაწილს აუდიტის სამსახური სწავლობს, ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსეთის სამხედრო წვრთნებს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა შეწყალების ორ აქტს. პირველი აქტის საფუძველზე სამი უვადო პატიმრობამისჯილი ქალია შეწყალებული. ამის თაობაზე შეწყალების კომისის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, იმ პურის კომპანიებმა, რომლებმაც ფქვილის ფასის ზრდასთან ერთად ბოლო პერიოდში პურის ფასი გააძვირეს, დადებული პირობა დაარღვიეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.