პარლამენტის იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს ნინო გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, არსებული მონაცემებით, ლარი უახლოეს მომავალში უნდა დასტაბილურდეს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური მნიშვნელოვანი ხარვეზებით მუშაობს, თუმცა მას იმედი აქვს, რომ დაგვიანებები ეპიზოდურია და არა სისტემური ხასიათის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე აცხადებს, რომ რუსული სატრანზიტო ნომრებიანი ავტომანქანები, რომელიც თბილისში გუშინ შენიშნეს, საქართველოში მეორადი მოხმარების მიზნით შემოიყვანეს.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ, ტელეკომპანია "რუსთავი2-ის" გადაცემა "არჩევანის" ეთერით გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტირებისას განაცახადა, რომ სააკაშვილის და ივანიშვილის გვერდით ახლა უკვე ხაბურძანიაც გამოჩნდა და "ფე-ეს-ბე"-სთან ერთად უტევენ "თავისუფალ დემოკრატებს".
ლარის დევალვაცია საბოლოო ჯამში საწვავის ფასებზე, ბუნებრივია, აისახება, - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებელმა, პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ბიზნესმენთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, უახლოეს საათებში გადაწყვეტს დანიშნავს თუ არა პარლამენტის საგანგებო სხდომას. ჩვენ ველოდებით, რომ მოვისმენთ შექმნილი ვითარებიდან ეფექტურად გამოსვლის გეგმას, - განუცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებს "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის კომენტირებისას.
"PSP"-ს დამფუძნებლის კახა ოქრიაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურებით ბიზნესი ერთმნიშვნელოვნად ზარალდება.
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანმა მმართველობამ დამანგრევლად იმოქმედა ჩვენს ქვეყანაზე" და თავისუფლებისათვის ბრძოლას ერის საუკეთესო ნაწილი შეეწირა.
მარტის დასაწყისიდან თბილისის ვიცე მერი ალექსანდრე მარგიშვილი მერის მოადგილის მოვალეობას აღარ შეასრულებს. ამის შესახებ დღეს, თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.