იმერეთის გუბერნატორის თანამდებობას ვაკის რაიონის უკვე ყოფილი გამგებელი გივი ჭიჭინაძე დაიკავებს. აღნიშნულ პოსტზე ჭიჭინაძის კანდიდატურა მინისტრთა კაბინეტის წევრებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარუდგინა.
ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ „ოსკარის“ დაჯილდოვების 87-ე ცერემონიაზე მსახიობების, რეჟისორებისა თუ წამყვანების მიერ წარმოთქმულ საუკეთესო გამონათქვამებს აქვეყნებს. დაბლა რამდენიმე მათგანია მოცემული.
ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში პოლონური ფილმი "იდა" გამოცხადდა გამარჯვებულად.
მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12 პროცენტით შემცირებას, გარკვეული მსხვილი ობიექტების პრივატიზაციასა და სავალუტო შემოდინების კუთხით მუშაობის გააქტიურებას გეგმავს, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კიევში უკრაინის „ღირსების რევოლუციის“ წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წარმომადგენლებს მოუსმინეს.
"ადამიანი ფიქრობს დღეს მხოლოდ მატერიალურზე და ვერ ხედავს, რომ ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია. წარსულში ასეთი დრო, რომ ასე დაცემული ყოფილიყო კაცობრიობა, არ ყოფილა. ღმერთმა შეგინდოთ, ღმერთმა გაპატიოთ ცოდვები და ღმერთმა მოგცეთ მადლი სულიწმინდისა", - განაცხადა დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პრემიერ მინისტრთან შემდგარი კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. დასამალია არა არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითრებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარმართვას.
საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად კიევში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მიპატიჟებით გიორგი მარგველაშვილი დღეს „ღირსების მარშში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ლიტვის, პოლონეთის, ლატვიის, მოლდოვისა და სხვა ქვეყნების ლიდერებიც დაესწრებიან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.