უკრაინის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ავაკოვის განცხადებით, ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩზე ძებნა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო პორტალი “RT” ავრცელებს.
პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ადვოკატ გიორგი ონიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ნიშნით მიმდინარეობს, რაც მისი საადვოკატო საქმიანობითაა გამოწვეული.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების ფალსიფიკაციის, ასევე განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, თბილისის შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ონიანი დააკავა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში უკრაინაში განვითარებულ სისხლიან მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ დღევანდელი მსოფლიოს მშვიდობიანი არსებობა მყიფეა და იგი საფრთხეშია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ში საქართველოს საელჩოს ახლადშეძენილ შენობას ეწვია.
ადვოკატი გოგა ონიანი ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული. ონიანი კლინიკაში წუხელ, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გადაიყვანეს. როგორც ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას "შეტევა" გამომძიებელთან უსიამოვნო საუბარის შემდეგ დაეწყო.
"არ მისცეთ პუტინს თქვენი გამარჯვების წართმევის უფლება", - ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევში ევროპის მოედანზე შეკრებილ აქტივისტებს.
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ხვალ, (24 თებერვალი) 12:00 საათზე თბილისში გადმოაბრძანებენ. სასულიერო პირები და მრევლი მსვლელობით გაივლიან სპორტის სასახლეს, გმირთა მოედანს, ვარაზისხევს, ვარდებისა და თავისუფლების მოედნებს და ბარათაშვილის ხიდს. მსვლელობა სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
უკრაინას პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ჰყავს. უმაღლესმა რადამ პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, ალექსანდრ ტურჩინოვს მიანიჭა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის ადგილსამყოფელი უცნობია. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კოჟარა, ფაქტობრივად, სამინისტროს მთელ ფინანსურ დოკუმენტაციასთან ერთად გაუჩინარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.