შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსად დავით თამაზაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთა.
საქართველო ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის მიერ წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში ჩაერთვება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
ვიცე-პრემიერმა და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის გაძლიერების, მასში ყველა ღირსეული ადამიანის ჩართვისა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
კახა კალაძე საქართველოს პრემიერისა და აშშ-ს პრეზიდენტის შეხვედრას არ გამორიცხავს. როგორც ვიცე-პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, აშშ-ში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით მან კონკრეტულად არ იცის, თუმცა შესაძლოა, პრეზიდენტთანაც იყოს შეხვედრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის წევრებს და აქტივისტებს მიმართავს და მათ გააქტიურებისაკენ მოუწოდებს.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა მიიწვია. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა:
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის მეთაურობით ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკაში ვიზიტის მნიშვნელობაზე მთავრობის დღევანდელი სხდომის დასაწყისში ისაუბრა.
ფეისბუკმა შეტყობინებების აპლიკაცია WhatsApp -ი 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. ეს სოციალური ქსელის დღემდე ყველაზე დიდი შენაძენია.
"კიევში ამჟამად მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ მოწმობს, რამდენად არამყარია მშვიდობა მსოფლიოში", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ უკრაინის სისხლიან მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალი ვლადიმი ზამანა დაითხოვა. ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდით გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.