"ჩემი ინფორმაციებით, უახლოეს პერსპექტივაში საკმაოდ დრამატულად და რთულად შეიძლება განვითარდეს მოვლენები საქართველოში", - ამის შესახებ "რეპორტიორის" პრესკლუბში სტუმრობისას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრმა ირაკლი ბათიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", სადაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის გამოწვევებთან დაკავშირებული ფორუმი მიმდინარეობს, განაცხადა, რომ "ხელისუფლების მთავარი გამოწვევაა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა რეალურად შეეხოს თითოეულ ადამიანს".
ტელევიზორისთვის დღეში 2 საათზე მეტ ხანს ყურება შესაძლოა ადრეული სიკვდილის გამომწვევი იყოს, - ამტკიცებენ მეცნიერები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში შპს "საბუდარას" მიერ ახალი ინკუბატორისა და საკვების მოსამზადებელი საწარმოს გახსნას დაესწრნენ.
სს ,,საქართველოს რკინიგზის" უღელტეხილის სალიანდაგო სამმართველოს უფროსის მოადგილე მერაბ გოგალაძე და შპს "ჩინეთის რკინიგზის" 23-ე ბიუროს ინჟინერი გრიგოლ ი. კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.
"ნუ შემაჩვიეთ ენა და შენიშვნების მოცემა. თუ უნდათ, რომ უტიაშვილი შეცდომაში შეიყვანონ, არ ვიცი, წყნარად დაუსვან შეკითხვები", - ამ რეპლიკით ვანო მერაბიშვილმა პროცესზე მოსამართლეს მიმართა.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია იმ ძალებზე საუბრობს, რომლებიც მისი აზრით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ეწინააღმდეგებიან.
მეტრო "სხოდნენსკაიასთან" სამართალდამცავებმა ოთხ ქართველ ახალგაზრდას შენიშვნა მისცეს, რასაც პოლიციელებსა და ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. სიტყვიერი კონფლიქტი ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ქართველებმა ორ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს.
ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენების და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნენ, შპს "თექ-ევ ინშაათის" დირექტორი ჰალილ ექში და ტექნიკური დირექტორი გიორგი ოდიშვილი.
იმედი მაქვს, საქალაქო სასამართლოს სახით ერთი შენობა მაინც დარჩება საქართველოში, რომელიც ივანიშვილის საკუთრება არ იქნება , - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ბრალდებულმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისის საქალქო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისას განაცხადა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.