ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის დავით კირკიტაძის წინააღმდეგ პროკურატურაში განსახილველად რამდენიმე საქმე შევიდა.
საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ფრანკფურტში მაღალ სამივლინებო ხარჯებს წიგნის ბაზრობას უკავშირებს. როგორც გურამ ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა , პროტოკოლის სამსახურმა აცნობა, რომ ბაზრობის პერიოდში იზრდება, როგორც სასტუმროს, ისე რესტორნების ფასები.
"თავისუფალი საქართველოს" გენერალური მდივნის ალექსანდრე შალამბერიძის განცხადებით, პარტიისთვის სარწმუნო წყაროდან ცნობილი გახდა, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" დავით ნარმანიას კანდიდატურას თბილისის მერის პოსტზე უახლოეს ხანებში შეცვლის.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გამოძიება იმუშავებს ამ ადამიანების ქმედებაზე, რომლებიც სრულიად შეგნებულად აქეზებდნენ პატიმრებს და შეგნებულად აწყობდნენ პროვოკაციებს.
ბოლო პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოეთის არაერთ წამყვან მედიასაშუალებას მისცა ინტერვიუ, მათ შორის ფრანგულენოვან FRANCE24-საც.
სახლმწიფო კანცელარიაში დღეს გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაინტერესდა, თუ რატომ აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირისა და სახელმწიფო "შპს"–ს თანამშრომელთა დიდ ნაწილს არარეალურად მაღალი ხელფასი.
რა თანხები დახარჯეს 2013 წელს კულტურის სამინისტროს პირველმა პირებმა უცხოეთში მივლინებებისას და რატომ დგება ეჭვქვეშ გურამ ოდიშარიასა და მისი ორი მოადგილის (მათგან ერთ-ერთი, მარინე მიზანდარი უკვე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებულია) ფრანკფურტის სასტუმროში გაწეული ხარჯების ნამდვილობა, რომელმაც მთლიანობაში 3 ღამის განმავლობაში 16 488 ლარი შეადგინა, ამას IDFI -ის მიერ ჩატარებული კვლევა პასუხობს.
პრემიერი დარწმუნებულია რომ არავითარი დარღვევები არ გააჩნია და რომ ნაციონალური მოძრაობის ეგრეთ წოდებული ბრალდებები "სასაცილო და აბსურდულია".
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს, შოთა მურღულიას უფლებამოსილება შეუჩერდა და მისი მოვალეობის შესრულება, ვიცე–მერს, ნიკო კაჭკაჭიშვილს დაეკისრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.