რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენისა და "ახალი ეტაპის" დაწყების იმედი აქვს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს. როგორც მან გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობების გაჯანსაღების პროცესი უეჭველად დაიწყება.
ქართველმა ძიუდოისტმა ზებედა რეხვიაშვილმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში ევროპის ღია პირველობაზე სენსაცია მოახდინა. იგი გამარჯვებული გახდა იმ წონით კატეგორიაში, სადაც კარიერაში პირველად იასპარეზა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა შესაძლოა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ჩაიბაროს.
საქართველოს ხელისუფლებისადმი ევროკავშირის შემოთავაზების დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ოპერაციაში ჩაერთვებიან.
ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ბორის ჩოჩიევის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამთენიისას ხელყუმბარა აფეთქდა.
ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია დავით თამაზაშვილის აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნას სოციალური ქსელით ეხმიანება. იგი მის 2013 წლის 26 აგვისტოს დაკავებასა და ფიზიკური ზიანის მიყენებას იხსენებს და ამბობს, რომ თამაზაშვილი პირადად მონაწილეობდა მის დაკავებაში.
5 წლის წინათ, როცა სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე პიკს აღწევდა, თქვენ გაბედეთ და გაემიჯნეთ ხელისუფლებას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატები"-ს დაფუძნებიდან 5 წლისთავის აღსანიშნავ საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პოლიტიკური პარტია, რომელიც არჩევნებზე 3%-ს გადალახავს, კომპენსაციის სახით ნახევარ მილიონ ლარს მიიღებს.
მეზვერისა და ფარისევლის კვირის შემდეგ, მართლმადიდებლური ეკლესია დღეიდან უძღები შვილის კვირიაკეს აღნიშნავს.
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგში აქტიურად განიხილება საქართველო-რუსეთს შორის არსებული პრობლემები და ამ ჭრილში, საქართველოს პირველი პირების სავარაუდო შეხვედრის მიზანშეწონილობა პრეზიდენტ პუტინთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.