მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას ანუ ბზობას უწოდებენ. ეს გახლავთ ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაული, რომელიც ყოველთვის ემთხვევა ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ამნისტია არის ხაფანგი, რომელიც ხელისუფლებამ დაუგო დოკუმენტზე ხელმომწერებს, რათა მათი დისკრედიტაცია მოხდეს.
„ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა იმ სომეხს, რომელიც 106 წლის წინ დაწყებულ გენოციდს ემსხვერპლა“, - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ოფიციალურად აღიარა, როგორც გენოციდი, რითაც ამერიკის პირველი მოქმედი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ასეთი შეფასება მისცა საუკუნის წინათ მომხდარს, რაც შესაძლოა, აშშ-თურქეთის ურთიერთობების გაუარესების საწინდარი გახდეს.
აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 4 სამხედრო მოსამსახურე ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა მაღალჩინოსნები დაესწრნენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა არჩილ თალაკვაძის პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ჩამოიშალა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილია უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი, რისი გადაჭრის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომას „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გარანტირებული იქნება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე უწყების მისამართით გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა და თავდასხმა ქართულ ჯარზე, - ამის შესახებ განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ირაკლი კობახიძეს და მთლიანად გუნდს ამ ძალიან დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს, – ამის შესახებ კახა კუჭავამ განაცხადა, რომელსაც „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგენს.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„რიონის ხეობის მცველები“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ „ნამახვანჰესის“ საკითხზე გავრცელებული განცხადებით უკმაყოფილო არიან და აცხადებენ, რომ პროტესტის გაგრძელებას არ შეწყვეტენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.