საქართველოში – ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 344 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია. თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დილით დაეშვა.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კახა კალაძის ისევ თბილისის მერობის კანდიდატად შესაძლო დასახელების შესახებ კომენტირებისას თქვა, რომ კახა კალაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ეს საკითხი მის პოზიციაზეა დამოკიდებული.
10-საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველების მიერ მიმდინარეობს დაშავებულების გადაყვანა ავტომობილებამდე, რათა დროულად მოხდეს მათთვის სამედიცინო დახმარების მიღება.
მიხეილ სააკაშვილმა ცხრა თუ ათი წლის წინ აღიარა და პირდაპირ თქვა, რომ უკანონო მოსმენებს სისტემური ხასიათი თუ ჰქონდა, თითქოს არაფერი იცოდა და ეს იყო გაპარული ხარვეზი, „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დიდი შეცდომა, – განაცხადა პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ.
12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 50 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა და სამხედრო მოსამსახურეები თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარიძეებს ესტუმრნენ.
„ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა 14 მარტს მადრიდში გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. პორტუგალიაში 29:16 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში ათი ცვლილებაა, მათგან ერთი ტრავმითაა გამოწვეული – ბექა საღინაძე გასულ შაბათს დაშავდა და ისვენებს, სხვა შემთხვევებში კი, მწვრთნელებმა როტაციის პრინციპით ისარგებლეს.
ჩემი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, ივანიშვილმა რამდენჯერმე მოითხოვა ჩემთან შეხვედრა, შემოდიოდა ყოველთვის დაოთხილი, წელში მოხრილი, საშინლად მლიქვნელური, და ერთ-ერთ შეხვედრაზე, კარგად მახსოვს, შემომთავზა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის სახლების შეძენა, მინისტრებისთვის ბინების შეძენა. მე ვუთხარი, არც გაიფიქროთ ეს საერთოდ აზრად, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ არხზე“ პირდაპირი ჩართვისას.
2021 წლის 12 მარტს, საქართველოს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო სამუშაო ვიზიტით ეწვია. საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მარკ კლეიტონს შეხვდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.