სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, “ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელთან, შოთა როსტიაშვილთან, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელთან დავით ზაალიშვილთან, ბორჯომის მერის მოადგილესთან, სოსო რაზმაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ბაკურიანში, ციხისჯვარში და ანდეზიტში მოსახლეობას შეხვდა.
ხალხს ვერ დააჩოქებთ, საქართველოში მალე გათენდება, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე, პარლამენტის შენობასთან, ანზორ მელიამ, დაკავებული ნიკა მელიას მამამ.
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, სოზარ სუბარის განცხადებით, დღეს ვნახეთ, რომ აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მოგროვდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მათ ამომრჩევლებშიც კი არის განცდა, რომ რაც შსს-მ გააკეთა, იყო კანონიერი და პროპორციული ძალა გამოიყენა.
ძლიერმა ქარმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა. სტიქიამ განსაკუთრებით საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დააზარალა.
სახელმწიფო კანცელარიასთნ ოპოზიციური პარტიების მიერ მოწყობილ აქციაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ შეკრებილებს მთავრობის წევრების კაბინეტებიდან გამოყრისკენ მოუწოდა, თუმცა დააზუსტა, რომ ეს კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს.
სახელმწიფო კანცელარიასთნ ოპოზიციური პარტიების მიერ მოწყობილ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დღეიდან იწყებენ გამათავისუფლებელ მოძრაობას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ავრცელებს.
მინდა მადლობა ვუთხრა ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ის გამორჩეული ფიგურაა ქართულ პოლიტიკაში, მისი გზა ამაზე მეტყველებს და ეს არის კაცი, რომელსაც სწამს ღმერთი, უყვარს ქვეყანა, შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს, – განაცხადა „ქართული ოცნების მხარდამჭერმა“ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება. იგი ამობს, რომ ივანიშვილი იყენებს ყველაფერს, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგუროს და მისი ლიდერები დააპატიმროს.
პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს, იმოქმედოს ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის კომენტარში, რომელიც ნიმა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით კეთდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.