23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საბედნიეროდ, სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიას განუცხადა.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო და მიიჩნევს, რომ ძალისმიერი მეთოდები და აგრესია არ არის საქართველოს პოლიტიკური უთანხმოებების გადაჭრის გზა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ განიხილება და ოპოზიციასთან ეს საკითხი არ იქნება მოლაპარაკების საგანი.
დღეს გავხდით მომსწრენი, რომ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს ძლიერი სახელმწიფო და პოლიცია, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა მელიას დაკავების შესახებ კომენტირებისას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტტეის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპონენტები დასავლელი პარტნიორების თვალში შებრუნებული რეალობის წარმოჩენას ცდილობენ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება მაღალ დონეზე ჩაატარა და „ზედმეტი არაფერი მომხდარა“.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 493 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაუარა და თქვა, რომ დღეს, 23 თებერვალს, წითელი არმიის დღეს, წითელი პარტიის ბოლშევიკები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ქართულ სახელმწიფოს. თუმცა, მისივე თქმით, დადასტურდა, რომ თანამედროვე ბოლშევიკები – მიხეილსააკაშვილები, ნიკაგვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნატო ჩხეიძეები და ირაკლი ოქრუაშვილები – ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა გამოეხმაურა და თქვა, რომ ოპოზიცია შემდგომი მოქმედებების გეგმას მხარდამჭერებს თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან 3 საათზე გააცნობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.