საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ზ.ა., 1969 წელს დაბადებული დ.ბ. და 1977 წელს დაბადებული ვ.ჩ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ქუთაისში დააკავეს.
აპაპაპა, გუბაზას მოწყობილ რევოლუციაში, მე ძმაო, მონაწილეობას არ მივიღებ, – წერს პარტია „გირჩის” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში 1 197 გამოვლინდა, აჭარაში – 620, იმერეთში – 438, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააფრთხილა „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი არ გამოაცხადოს თავი გამარჯვებულად.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, სასტუმროში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულ პაციენტებსა და ბინაზე მყოფი პაციენტების ნაწილს სამი სავალდებულო გამოკვლევა ჩაუტარდებათ. ამის შესახებ ცერცვაძემ კლინკურ ჯგუფთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ჯორჯიის შტატის სახელმწიფო მდივანმა ბრედ რაფენსბერგმა სულ ახლახან განაცხადა, რომ შტატში საპრეზიდენტო არჩევნების დათვლილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა მოხდება. მისი თქმით, ამ დროისთვის მხოლოდ 4 169 ბიულტენის და 8 000 სამხედრო პირის ფოსტის მეშვეობით მიცემული ხმების დათვლაა დარჩენილი და ხელახალი გადათვლა მას შემდეგ დაიწყება, რაც ფოსტით ამ ბიულეტენებს მიიღებენ.
დარწმუნებული ვარ, ახლა ხდება ციფრების ხელოვნურად გაბერვა, რათა ქვეყანა ჩაკეტონ და ხალხმა არ დაიბრუნოს მოპარული არჩევნები, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.