სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში, დაწესებული სტანდარტების შესაბამისად დაიწყო და მას შემდეგ უწყვეტ რეჟიმში, შეუფერხებლად გრძელდება.
დღეის მდგომარეობით გვაქვს 1 595 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 22 803-ს, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში „საქართველოს ბანკში“ გუშინ მძევლად აყვანილი პირები გამოკითხეს.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი დავით გარეჯის სამოსანსტრო კომპლექსთან და საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხის შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს მიწაა და ჩვენი დედა ეკლესიისა და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია და მისი გასხვისება „მუხანათურად მოხდა“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სამეგრელოს რეგიონში ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ყველა მძევალი გათავისუფლებულია და მათ სიცოცხლესა, ასევე ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი ბანკის შენობიდან ხელებაწეული გამოიყვანეს. იგი პოლიციას ჩაბარდა.
სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩივთქილისის სომხურენოვან საჯარო სკოლაში ახალი 2020-2021 სასწავლო წელი, რომელიც 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყო, შეფერხების გარეშე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის სამინისტროების რეკომენდაციების სრული დაცვით გრძელდება.
შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.