ბანკიდან გამტაცებლის სურვილებს „ნაცმოძრაობა ახმოვანებს“, - განაცხადა „მაესტროს“ ეთერში, ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ფილიალში აყვანილი მძევლის ახლობელმა.
ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ-ერთი პირი, რომელიც „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო, აცხადებს, რომ თავდამსხმელი 500 000 დოლარს და უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (21 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0052 პუნქტით გაუფასურდა.
დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე დაიბარეს.
როგორც ანა დოლიძემ დაკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მან გამოძიებას უნდა მიაწოდოს კონკრეტული მტკიცებულებები - ფოტომასალა, თუ როგორ ხდება ხელისუფლების მხრიდან მის მიმართ სავარაუდოდ უკანონო თვალთვალი და დევნა.
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა.
მედიას დიდი როლი აქვს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოსახლეობაში ნაკლები შფოთვა და პანიკა იყოს. შფოთვა გრიპის შემთხვევების პიკური პერიოდის დროსაც არის, მაგრამ ახლა გაცილებით მეტია, რადგან ქვეყანაში პანდემიაა, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ცალსახად გვინდა განვაცხადოთ, რომ როგორც ბინაზე, ისე კოვიდ-სასტუმროებში ინფიცირებულებს ზედამხედველობენ ექიმები, ბინაზე და სასტუმროში მკურნალობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ექიმების მეთვალყურეობის გარეშე არიან დატოვებულები, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია და პირველკურსელების ფიცის დადების ცერემონიალში მიიღო მონაწილება. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ გახსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, "კოვიდ 19"-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად, დედაქალაქში მეტროსადგურების მონიტორინგს აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.