საქართველოს მთავრობა კომპანიებს აძლევს საშუალებას, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს უქმნის კომფორტულ პლატფორმას საქართველოში სამუშაოდ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელ მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევიდან 222 აჭარას, 137 კი თბილისს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
(GUARDIAN.GE) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფროსი თაობის ადამიანებს ვიდეოთი მიმართა და უთხრა, რომ „საშინელი დაავადების“, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური წამლები მალე, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
თბილისის 32-ე სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლესა და დირექტორის მოადგილე კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი სკოლის დირექტორის, ნინო კაშიას ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
10 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის საარჩევნო კამპანიის პრეზენტაცია გაიმართება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (9 ოქტომბერი, 2020) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0061 პუნქტით გამყარდა.
დავით გარეჯის საქმის საეჭვო პოლიტიზება მიუთითებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყანა და სამშობლო არ უყვარდათ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დავით გარეჯის საკითხზე კომენტირებისას.
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამას გადაეცა. ნობელის პრემიაზე წელს წარდგენილი იყო 318 კანდიდატი – მათ შორის 211 ადამიანი და 107 ორგანიზაცია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.