ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჩხვიმიანმა გამარჯვება ოქროს მედალი 60 კგ წონით კატეგორიაში, ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა.
დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვარკეთილში საფეხბურთო კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო. როგორც კალაძემ განაცხადა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია, შესაბამისად, ამ მიზნით თბილისში არაერთი საინტერესო პროექტი ხორციელდება.
ჩვენ ვუმასპინძლებთ ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში და ეს არ არის მხოლოდ ქართული სპორტის დიდი გამარჯვება, ეს არის დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ლისის ტბაზე, „ევრობასკეტის" მასპინძლობის უფლების მოპოვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ქართველმა ძიუდოისტებმა ზაგრების გრან პრიზე ასპარეზობა 5 მედლით და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს. ხორვატიის დედაქალაქში ჩემპიონობა გელა ზაალიშვილმა და ბექა ღვინიაშვილმა იზეიმეს
კოჯორში, ქართულ ჭიდაობაში გურამ თუშიშვილის სახელობის ტურნირი ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორია მთაწმინდის რაიონის გამგეობა.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჭადრაკში ევროპის ჩემპიონებს - 6 წლის დავით თათვიძეს და 9 წლის კესარია მგელაძეს უმასპინძლა, რომლებმაც ტიტული რუმინეთის ქალაქ მამაიაში გამართულ ჩემპიონატზე მოიპოვეს.
ქართველი ძიუდოისტი ნიკა ბაჩიაშვილი ბაქოში ევროპის XV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია.
ავტოავარიის შედეგად საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ნაკრების ერთ-ერთი ტიტულოვანი ლიდერი გიორგი დოინჯაშვილი გარდაიცვალა.
ქართული სპორტი არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები ვდგავართ ერთად და ერთსულოვნად, ვაღწევთ ძალიან დიდ შედეგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს დელეგაციის გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.
საქართველოს კალათბურთელთა 20-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციაა ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.