„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-18 გამოკითხვის გამარჯვებული გახდა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების და ბელგიური „გენკის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც 2018/2019 წლების სეზონის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ევროპულმა თამაშებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველო არის ჩემპიონების სამშობლო; 30 მედალი და მედლების რაოდენობით მეხუთე ადგილი მართლაც უნიკალური წარმატებაა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპული თამაშების მედალოსნებს, რომლებსაც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის წლევანდელ გათამაშებას მეორე წრიდან გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ბრიტანელ დანიელ ევანსთან 3 სეტში დამარცხდა.
ევანსი შესანიშნავ სათამაშო ფორმაშია და ბოლო ერთ თვეში ბალახზე ჩატარებული 16 მატჩიდან 14 თავის სასარგებლოდ დაასრულა. დღევანდელი შეხვედრის საწყისი ორი სეტიც დამაჯერებლად მოიგო, მესამე პარტიაში კი მატჩზე ჩაწოდებისას გეიმი დაკარგა და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა.
ქართველი მორაგბე რეზი ბროძელი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მორაგბეები, რომლებსაც თბილისში გამართული აქციების სოლიდარობისთვის რუსეთში, მოსკოვის "სლავას" სარაგბო კლუბმა კონტრაქტი გაუწყვიტა, კლუბში დააბრუნეს.
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე გარდაბნელი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი (+100 კგ.) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალურ შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კუბის ეროვნული ნაკრები 31:21 დაამარცხა და პირველობა მოიპოვა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავთან დაკავშირებით და შვედურ-ქართული მეგობრობის აღსანიშნავად, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს საფეხბურთო ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე ესწრებოდა.
ლეგენდარული ავსტრიელი, „ფორმულა 1“-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლაუდა, რომელმაც გასული წლის აგვისტოში ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა, ორშაბათს ძილში გარდაიცვალა.
ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ იზრაელ ფოლაუს კონტრაქტი გაუწყვიტა, რაც მის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც იგი ამბობს, რომ ჰომოსექსუალებს „ჯოჯოხეთი ელოდებათ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.