ასაკი მხოლოდ რიცხვი არაა, როდესაც შენ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერი ხარ, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა. კარტერმა, რომელიც 1 ოქტომბერს 95 წლის ხდება, თქვა, რომ მისთვის აშშ-ის პრეზიდენტობისთვის თავის გართმევა თვით 80 წლის ასაკშიც კი მეტისმეტად რთული იქნებოდა.
აშშ-ის უზენაესი სასამართლო ტრამპის ადმინისტრაციას საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე დათანხმდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აღნიშნული პოლიტიკის თანახმად, იმ ადამიანებმა, რომლებიც აშშ-ში მესამე ქვეყნის გავლით შედიან, თავშესაფარი მესამე ქვეყანაში უნდა მოითხოვონ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. მან „თვითერზე“ დაწერა, რომ კვირას დაგეგმილი ჰქონდა ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანთან და თალიბანის წამყვან ლიდერებთან შეხვედრა, მაგრამ გააუქმა აღნიშნული შეხვედრა თავის „კემპ დევიდის“ საპრეზიდენტო რეზიდენციაში მას შემდეგ, რაც თალიბანმა აღიარა, რომ ქაბულში ხუთშაბათს განხორციელებული თავდასხმა, რამაც 12 ადამიანის, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა, მან განახორციელა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ Adrian Darya 1-ის კაპიტანს მილიონობით აშშ დოლარი შესთავაზა, იმისთვის, რომ ირანული ტანკერი ისეთ ადგილზე შეეყვანა, სადაც აშშ მის დაკავებას შეძლებდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამაზონის ტროპიკული ტყეები რეკორდული სისწრაფით იწვის. ხანძარი ამაზონის ტყეში უკვე სამი კვირაა მძვინვარებს.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო გიბრალტარში ირანული ტანკერის დაკავებას მოითხოვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს პერსონალური შეხვედრა შესთავაზა, სადაც ჰონგ კონგის პოლიტიკური კრიზისის შთანთქმის თემას განიხილავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.