აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტზე სენატის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მხარდაჭერის შემდეგ მარკ ესპერმა, არმიის ვეტერანმა და თავდაცვის ინდუსტრიის ლობისტმა, ფიცი დადო. მას მხარი 90-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი 8 იყო.
აშშ-ის მთავრობა მიგრანტებზე სწრაფი დეპორტაციის პროცესს ახორციელებს, რომელიც საემიგრაციო სასამართლოებს გვერდს აუვლის.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „დემოკრატ“ კონგრესმენებს აშშ-ისა და ისრაელისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჰორმუის სრუტეში ირანის კუთვნილი დრონი ჩამოაგდეს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კონგრესმენი ქალების მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები დაგმო.
„დემოკრატმა“ კონგრესმენმა ქალებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უპასუხეს, სადაც ტრამპი მათ აკრიტიკებს.
ამერიკის შეერთებული შტატების რეგულატორებმა Facebook-ის რეკორდული ოდენობის თანხით, 5 მილიარდი აშშ დოლარით დაჯარიმებას დაუჭირეს მხარი, იტყობინება აშშ-ის მედია. ფედერალური სავაჭრო კომისიის მიერ შეთანხმება 3 ხმით 2-ის წინააღმდეგ იქნა მხარდაჭერილი.
ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვამ წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის სანაპიროსთან 7 ტონა კოკაინი ამოიღო.
აშშ-ს ტროპიკული შტორმი ბარი უახლოვდება, რომელიც, სინოპტიკოსების პროგნოზით, ახალ ორლეანს გადაუვლის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.