ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო დარტყმების განხორციელება, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა, იტყობინება The New York Times-ი თეთრი სახლის მაღალი რანგის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
ამერიკის შეერთებული შტატების ალასკის შტატის მკვიდრმა მოზარდმა გოგომ, 18 წლის დენალი ბრემერმა, თავისი საუკეთესო მეგობარი გოგონა, 19 წლის სინტია ჰოფმანი მოკლა მას შემდეგ, რაც ონლაინ სივრცეში უცნობმა ადამიანმა, რომელსაც თავი მაგნატად მოჰქონდა, მას მკვლელობის განსახორციელებლად დიდი ოდენობით ფული შესთავაზა.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაახლოებით 17 თვით ადრე (2020 წლის არჩევნები 3 ნოემბერს უნდა გაიმართოს) დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუკი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავად არ გაიმარჯვებს, ამერიკის შეერთებული შტატები ბაზრის არნახული ჩამოშლის წინაშე აღმოჩნდება.
ნიუ იორკში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რამაც ხანძარი გამოიწვია, იუწყება ადგილობრივი მედია სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით.
შეერთებულმა შტატებმა თურქეთს ბოლო ვადად ივლისის ბოლო განუსაზღვრა იმასთან დაკავშირებით, რომ გააკეთოს არჩევანი ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავებისა და რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების ყიდვას შორის.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრ ტერეზა მეისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს და ამერიკის შეერთებულ შტატებს „ბრწყინვალე, იშვიათი ურთიერთობა“ აქვთ და „ეს არის ყველაზე დიდი ალიანსი, რომელიც კი მსოფლიოში ოდესმე ყოფილა ცნობილი“.
დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შეთანხმების გარეშე უნდა დატოვოს, თუკი ის ვერ შეძლებს იმ პირობების დაკმაყოფილებას, რომელიც მას სურს, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
მოკლულია სულ მცირე 12 ადამიანი და რამდენიმეს დაზიანება აქვს მიყენებული პარასკევს, აშშ-ის შტატ ვირჯინიის სამთავრობო შენობაში მომხდარი მასობრივი სროლების შედეგად.
იაპონიაში სახელმწიფო ვიზიტად ჩასულმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააკნინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტების ბოლოდროინდელი გამოცდების შესახებ გამოხატულ წუხილებს, რაც ეროვნული უსაფრთოხების საკითხებში მისი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეწინააღმდეგება.
გასულ კვირას, როცა ირანთან ომის დაწყების შიშები არსებობდა - გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გაჟონა ინფორმაციამ ირანთან ბრძოლისთვის 120 000 ჯარისკაცის განლაგების განხილვებთან დაკავშირებით, და ასევე გაჟონა ინფორმაციამ სადაზვერვო სამსახურებიდან, რომ ირანი რაკეტებს ათავსებდა მცირე ზომის გემებზე, რათა თავს დასხმოდა აშშ-ის სამხედრო გემებს - ეს ბევრისთვის აღიქმებოდა ერაყისკენ უკან დაბრუნებად. პრეზიდენტმა ტრამპმა დროებით შეანელა დაძაბულობები, მაგრამ კვირას ისევ გაამძაფრა, როცა „თვითერზე“ დაწერა: „თუ ირანს ბრძოლა უნდა, ეს ოფიციალური დასასრული იქნება ირანისთვის. არასოდეს დაემუქროთ კვლავ, შეერთებულ შტატებს!“
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.