კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა 1 000 ჯარისკაცი გაგზავნოს აშშ- მექსიკის საზღვარზე, როგორც ამას „როიტერსი“ ოფიციოზზე დაყრდნობით იტყობინება და ტრამპის ეს ნაბიჯი ცენტრალური ამერიკის ქვეყნების მიგრანტთა ქარავნების მექსიკის გავლით აშშ-ში შესვლის ალაგვმას უკავშირდება.
საბჭოთა კავშირის ყოფილმა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა, რომელმაც რონალდ რეიგანთან ერთად 1987 წელს საშუალო მანძილის ბირთვული ძალების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გეგმა, გამოვიდეს ცივი ომის ბირთვული შეიარაღების მთავარი ხელშეკრულებიდან, ბირთვული განიარაღების ძალისხმევებიდან უკან დახევაა.
პრეზიდენტმა ტრამპმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააძლიერებს თავის ბირთვულ არსენალს, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთსა და ჩინეთზე.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულებიდან გამოდის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი ქაოსს აქვს მოცული და აღნიშნულს „მცდარს“ და „ყალბ ახალ ამბებს“ უწოდებს.
მე უკრაინას საბრძოლო იარაღი და ტანკის მკვლელები მივეცი, ობამამ კი ბალიშები და საბნები გაუგზავნა, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CBS-ის გადაცემა „60 წუთისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.
ქარიშხალმა „მაიკლმა“ ფლორიდას სანაპირო რაიონებს „წარმოუდგენლად გამანადგურებელი“ დარტყმა მიაყენა და „უამრავმა ადამიანმა ყველაფერი დაკარგა“, განაცხადა შტატის გუბერნატორმა, რიკ სკოტმა.
შეერთებული შტატების ელჩმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ნიკი ჰეილიმ გამოაცხადა, რომ პოსტიდან მიდის. დონალდ ტრამპმა, რომელიც ოვალურ ოფისში ჰეილის გვერდით გამოჩნდა, განაცხადა, რომ ელჩი ნიკი ჰეილი „ძალიან წარმატებული“ იყო და მან „დაუჯერებელი სამუშაო“ გასწია.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წარდგენილმა ბრეტ კავანომ, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს, ფიცი დადო მას შემდეგ, რაც სენატმა მას 50 ხმით 48-ის წინააღმდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა.
ვაშინგტონში დააპატიმრეს ასეულობით პროტესტანტი, რომლებიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უზენაეს სასამართლოში წარდგენილი კანდიდატის, ბრეტ კავანოს წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.