ჩრდილოეთ კალიფორნიაში გაჩენილი გამანადგურებელი ხანძრის შედეგად დაკარგულად გამოცხადებულთა რაოდენობამ 600-ზე მეტს მიაღწია, დაღუპულია სულ მცირე 63 ადამიანი, ბოლოს კი კიდევ 7 ცხედარია ნაპოვნი, განადგურებულია დაახლოებით 12 000 შენობა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
კალიფორნიაში გასულ კვირას გაჩენილი ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-ამდე გაიზარდა, 200-ზე მეტი ადამიანის ბედი კი ჯერ კიდევ დაუდგენელია, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
სულ მცირე 9 ადამიანია დაღუპული და 150 000-ზე მეტი ევაკუირებული კალიფორნიაში გაჩენილი ორი დიდი ტყის ხანძრის გამო. ხუთი გარდაცვლილი ადამიანი ავტომანქანებში იპოვეს კალიფორნის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქში, რომელიც ხანძარმა გაანადგურა.
შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ბრიგადის ფსიქიკური აშლილობის მქონე ვეტერანმა კალიფორნიის ხალხმრავალ ბარში 12 ადამიანი მოკლა, მათ შორის პოლიციელი, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გადააყენა.
აშშ-ის შუალედურ არჩევნებში „დემოკრატებმა“ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში „რესპუბლიკელებზე“ გამარჯვება მოიპოვეს - პირველად, ბოლო 8 წლის განმავლობაში - და პრეზიდენტ ტრამპს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს. თუმცა „რესპუბლიკელებმა“ შეძლეს სენატში უმრავლესობის შენარჩუნება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების გამართვის წინა დღეს საბოლოოდ მოუწოდა ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ „რესპუბლიკურ პარტიას“.
შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს ირანზე თავისი „ყველაზე მძლავრი“ სანქციები აამოქმედა, რასაც ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში საპროტესტო ტალღა მოჰყვა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის მედიაზე ახალი თავდასხმა წამოიწყო, განაცხადა რა, რომ მან „მძლავრად დაგმო სიძულვილი, ფანატიზმი და დისკრიმინაცია“, მაგრამ ამის გაშუქება არ მომხდარა.
მამაკაცს, რომელიც შეერთებული შტატების ქალაქ პიტსბურგის სინაგოგაში 11 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, ბრალი წარუდგინეს. 46 წლის რობერტ ბაუერსმა „სიცოცხლის ხის“ სინაგოგაში ცეცხლი რელიგიური მსახურების დროს გახსნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.