შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი მიიღო, განაცხადა, რომ მომავალ თვეს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან ისტორიული შეხვედრა შესაძლოა არ შედგეს.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი „არ ეცადოს თამაშს“ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, თუკი ისინი შეხვდებიან ერთმანეთს მომავალ თვეს.
სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ისტორიაში ყველაზე ძლიერ სანქციებს“ აწესებს ირანზე. ვაშინგტონში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის უმაღლესმა დიპლომატმა თქვა, რომ ირანს „მისი ეკონომიკის გადასარჩენად ბრძოლა მოუწევს“ მას შემდეგ, რაც სანქციები ძალაში შევა.
ტეხასის სკოლაში განხორციელებული სროლების შედეგად, 10 ადამიანია მოკლული და სხვა 10 კი დაჭრილი, მათგან, პოლიციის განცხადებით, უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს დაავალა მოამზადოს რუსეთთან მიმართებაში გასატარებელი ზომების წინადადება, რაც მოსკოვის მხრიდან საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების განადგურების შეთანხმების დარღვევას უკავშირდება, განაცხადა თეთრმა სახლმა.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც რამდენიმე თვის წინათ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, დღეს ამ წმინდა ქალაქში აშშ-ის საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად თავად არ ჩასულა, მაგრამ მისი ვიდეომიმართვა იქ დიდ ეკრანზე იქნა ნაჩვენები.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონადლ ტრამპი 12 მაისის ბოლო ვადამდე გამოაცხადებს მისი გადაწყვეტილების შესახებ იმასთან დაკავშირებით, დატოვებს თუ არა ვაშინგტონი ირანის საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებას და ისევ დააწესებს თუ არა თეირანის წინააღმდეგ სანქციებს.
ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა ერიკ შნაიდერმანმა მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა, სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც „The New Yorker“-ში შოკისმომგვრელი ცნობები გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას იგი მის ოთხ ყოფილ პარტნიორ ქალს, რომელთანაც მას სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებდა.
ჰავაის ყველაზე დიდ კუნძულზე, საცხოვრებელი რაიონის სიახლოვეს, კილუეას მთაზე ვულკანის ამოფრქვევამ 26 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, საფრთხის წინაშეა ასეულობით მეტი სახლი, იტყობინება BBC.
ოფიციალური პირების თანახმად, სტივენ პადოკმა, რომელმაც ლას ვეგასში შეკრებილ ხალხს ცეცხლი გაუხსნა, თავდასხმამდე ექვსი წუთით ადრე დაცვის თანამშრომელი დაჭრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.