აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას, ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა, რომ იგი წუხს, რადგან ტრამპსა და პუტინს შორის ერთი-ერთზე შეხვედრის გამართვის მკაფიო „სტრატეგიული მიზანი“ არ არსებობდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან ორშაბათს დაგეგმილი შეხვედრის წინ აცხადებს, რომ მას „დაბალი მოლოდინები“ აქვს, თუმცა იმედს იტოვებს, რომ „შესაძლოა, რაიმე კარგიც“ მოხდეს შეხვედრისას.
შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა რუსული სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში „დემოკრატიული პარტიის“ დემოკრატიულ-ეროვნული კომიტეტის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერულ თავდასხმაში დასდო ბრალი.
კანადაში, კვიბეკის რეგიონში, სადაც ტემპერატურამ +40 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, სიცხისა და ჰაერის მაღალი ტენიანობისაგან სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა - მათგან 12 ქალაქ მონრეალში.
92 წლის ამერიკელმა ქალმა ცეცხლსასროლი იარაღით თავისი 72 წლის ვაჟიშვილი მოკლა იმის გამო, რომ მზრუნველობამოკლებულთა სახლში მისი გადაყვანა აეცილებინა თავიდან, იტყობინება BBC.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს, როცა ვაშინგტონიდან ნიუ ჯერსიში, თავის კერძო გოლფის კლუბში მიფრინავდა, ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ფინეთში 16 ივლისს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას რუსეთის მიერ შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის საკითხს წამოწევს და ასევე განიხილავს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას და სირიის ომს.
აშშ-ის შტატ მერილენდში შეიარაღებულმა მამაკაცმა ადგილობრივი გაზეთის ოფისში ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც მოკლულია 5 ადამიანი, დაზიანებები აქვს მიყენებული რამდენიმე სხვა ადამიანს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს 16 ივლისს, ჰელსინკში შეხვდებიან. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. ლიდერებს შორის აღნიშნულ ფორმატში შეხვედრა პირველად გაიმართება.
რუსეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინის და დონალდ ტრამპის ივლისში დაგეგმილი შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდება, რის შემდეგაც ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გაკეთდება განცხადებები ჟურნალისტებისთვის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იძულებული გახდა დაყოლოდა საზოგადოებრივ ზეწოლას და გაეთვალისწინებინა საერთაშორისო აღშფოთება უკანონო მიგრანტების ოჯახების წევრთა განცალკევებასთან დაკავშირებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.