კანადამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა. მას სენატში მხარი 52 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 29 სენატორი წავიდა. კანონი აკონტროლებს და რეგულირებას უწევს თუ როგორ შეიძლება მოიყვანო, დისტრიბუცია მოახდინო და გაყიდო ნარკოტიკი.
იმ ფონზე, როცა შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მზარდი სავაჭრო აყალმაყალი გრძელდება, დონალდ ტრამპი იმუქრება, რომ დამატებით 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე დააწესებს ტარიფებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ძლიერი მმართველია. „ის ლაპარაკობს და ხალხი ყურადღებით უსმენს მას. მსურს ჩემმა ხალხმაც იგივე გააკეთოს“, განაცხადა ტრამპმა Fox News-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „Fox and Friends“-ში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 25%-იან ტარიფებს აწესებს 50 მილიარდი აშშ დოლარის ჩინურ საქონელზე, ბრალს სდებს რა პეკინს ინტელექტუალური საავტორო უფლების მოპარვაში.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, „ამერიკის ხმის“ სპეციალურ კორესპონდენტ გრეტა ვან სასტერნს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ესაუბრა. ტრამპი კიმ ჩენ ინს დღეს სინგაპურში შეხვდა, სადაც ორი ქვეყნის ლიდერებმა ფხენიანის ბირთვული პროგრამა განიხილეს.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქცირებულთა სიაში რუსეთიდან სამი ფიზიკური პირი და ხუთი კომპანია დაამატა. აღნიშნულის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ახლახან გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს, კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გააკეთა მოწოდება იმის შესახებ, რომ დიდ შვიდეულს, რომელიც ადრე დიდი რვიანი იყო, რუსეთი უნდა შეუერთდეს - რუსეთი, რომელიც 2014 წელს გაერთიანებიდან გაძევებულ იქნა ყირიმის ანექსიის გამო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპული საზღვრების დარღვევის პირველი შემთხვევა იყო - და მან მის წინამორბედს, ბარაქ ობამას დასდო ბრალი რუსეთის მიერ ყირიმში განხორციელებულ აგრესიაში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადაში დიდი შვიდეულის სამიტის მოლაპარაკებებზე ტარიფების გაუქმების წინადადება წამოაყენა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და დიდი შვიდეულის სახელმწიფოთა სხვა ლიდერებს შორის უთანხმოებამ და წინააღმდეგობამ სამიტის პირველივე დღეს იჩინა თავი.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი კვლავ უნდა დაუბრუნდეს დიდ რვიანს, იტყობინება „ბლუმბერგი“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.