ჩრდილოეთ კორეა ქვეყნის დაარსების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმს ატარებს, როელზეც კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტები არ არის წარმოდგენილი, იტყობინება BBC. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მიმართა თუ არა აღლუმს ქვეყნის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა.
იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულ ჰოკაიდოზე მძლავრი, 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც მეწყერული პროცესები გამოიწვია, დანგრეულია სახლები.
იაპონიაში 25 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელმა ტროპიკულმა ქარიშხალმა, სახელწოდებით „ჯები“ სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, იტყობინება BBC. ტაიფუნი ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, ქალაქებს კიოტოს და ოსაკას დაატყდა თავს და ადამიანური მსხვერპლის გარდა სხვა მნიშვნელოვანი ზიანიც მიაყენა დასავლეთ რეგიონს.
ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მორიგი მძლავრი მიწისძვრა მოხდა მას შემდეგ რაც რამდენიმე კვირის წინ მომხდარმა ორმა, 6.9 და 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრებმა 460-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ათეულობით ადამიანი, მათგან ბევრი ბავშვია მოკლული და დაჭრილი მეამბოხეების ხელში მყოფ ჩრდილოეთ იემენში, საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად, იტყობინება BBC მედიკოსებზე დაყრდნობით.
კიდევ ერთი მძლავრი მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე. შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის მაგნიტუდამ 5.9 შეადგინა. გავრცელებული ცნობებით, დანგრეულია შენობების ნაწილი.
სულ მცირე 82 ადამიანი დაიღუპა, 50-ზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მომხდარი მძლავრი, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, იტყობინება BBC ხელისუფლებაზე დაყრდნობით.
მედიის მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეა, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეთანხმების მიუხედავად, ბალისტიკური რაკეტების წარმოებას აგრძელებს.
მძლავრი, 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ინდონეზიის პოპულარულ საკურორტო კუნძულ ლომბოკზე, კვირას, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე, რამაც სულ მცირე 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ათეულობით სხვას კი დაზიანებები მიაყენა, დაზიანებულია შენობების ნაწილიც, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
ჩრდილოეთ კორეამ შეერთებულ შტატებს კორეის ომში დაღუპული ამერიკელი ჯარისკაცების ნეშტები გადასცა, რაც ვაშინგტონისა და ფხენიანის ბოლოდროინდელი ფრთხილი დიპლომატიური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.