ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგმა - მას შემდეგ, რაც ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი შეთანხმების და რაიმე დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე დასრულდა - განაცხადა, რომ ფხენიანის პოზიცია არ შეიცვლება მაშინაც კი, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება შემდგომი მოლაპარაკებების წარმოებას.
პაკისტანი დატყვევებულ ინდოელ მფრინავს პარასკევს გაათავისუფლებს და ეს იქნება „სამშვიდობო ჟესტი“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა იმრან ხანმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის სამიტი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში წარუმატებელი აღმოჩნდა და მხარეებმა ფხენიანის ბირთვულ განიარაღებაზე კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში, სასტუმრო „მეტროპოლში“ შეერთებული შატატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პირისპირ, ერთი ერთზე შეხვედრა გაიმართა.
პაკისტანმა განაცხადა, რომ ორი ინდური საჰაერო ძალების თვითმფრინავი ჩამოაგდო. ქვეყნის წარმომადგენელმა თქვა, რომ ერთ-ერთი თვითმფრინავი პაკისტანის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი მფრინავია შეპყრობილი. ისლამაბადმა ასევე უარყო თავისი ერთ-ერთი თვითმფრინავიის ჩამოგდების თაობაზე გავრცელებული ცნობები.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ოთხშაბათს ერთმანეთს ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში შეხვდებიან მას შემდეგ, რაც გასული წლის ივნისში მათი პირველი ისტორიული შეხვედრა სინგაპურში გაიმართა. ორივე ლიდერი უკვე ჩასულია ვიეტნამში.
შიშობენ, რომ სულ მცირე 60 ადამიანია ჩამარხული ინდონეზიის არალეგალურ ოქროს მაღაროში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად. მაშველები გადარჩენილების სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ კუნძულ სულავესზე მდებარე ბოლაანგ მონგონდოუს მაღაროს ტერიტორიაზე.
ინდოეთი აცხადებს, რომ საჰაერო დარტყმები წამოიწყო პაკისტანში მებრძოლების წინააღმდეგ, რასაც წინ უძღოდა ინდოეთის ადმინისტრირების ქვეშ მყოფ ქაშმირის რეგიონში ჯარისკაცების ავტოკოლონაზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმა, რასაც 46 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამში ჩავიდა. კიმის მწვანე და ყვითელი მატარებელი დონგ დანგის სადგურზე გაჩერდა, საიდანაც იგი დედაქალაქ ჰანოისკენ ავტომანქანით გაემგზავრა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შესახვედრად ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში მატარებლით გაემგზავრა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.