GUARDIAN.GE - პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი ფერვეზ მუშარაფი, რომელმაც ძალაუფლება 1999 წელს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოიპოვა, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქვეყნის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყოფილი ლიდერი, რომელიც 2001-2008 წლებში იყო პრეზიდენტი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
GUARDIAN.GE - სულ მცირე 59 ადამიანია მოკლული და 157 სხვას დაზიანებები აქვს მიღებული პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნე, როგორც BBC იტყობინება, ქალაქ პეშავარის მეჩეთში სალოცავად მყოფი პოლიციელები იყვნენ.
GUARDIAN.GE - ირანი აცხადებს, რომ საჯაროდ ჩამოახრჩვეს 23 წლის ახალგაზრდა, რაც არის მეორე სიკვდილით დასჯა, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში მიმდინარე ბოლოდროინდელ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან. 23 წლის მაჯიდრეზა რაჰნავარდი ორშაბათს, დილით, ქალაქ მაშჰადში ჩამოახრჩვეს, განაცხადა სასამართლომ.
GUARDIAN.GE - ჩინეთში მკაცრი კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ პროტესტმა უდიდეს ქალაქებში გადაინაცვლა. დემონსტრანტები ქვეყნის დედაქალაქ პეკინსა და ფინანსურ ცენტრ შანხაიში შეიკრიბნენ და კოვიდ-შეზღუდვებისადმი ხელისუფლების ნულოვანი ტოლერანტობა გააპროტესტეს. ზოგიერთმა მათგანმა პრეზიდენტ სი ძინპინის გადადგომაც მოითხოვა.
GUARDIAN.GE - პაკისტანის ყოფილ პრემიერ მინისტრს, იმრან ხანს ქვეყნის აღმოსავლეთში, ქალაქ ვაზირაბადში მის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ფეხში დაჭრეს. ხანის უფროსმა თანაშემწემ AFP-ს განუცხადა, რომ ეს იყო „მისი მოკვლის მცდელობა“. ხანის პარტიის წევრებმა განაცხადეს, რომ სროლის შედეგად კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა.
GUARDIAN.GE - სი ძინპინი ჩინეთის ლიდერად მესამე ვადით აირჩიეს მას შემდეგ, რაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ერთკვირიან ყრილობაზე მისი ძირითადი კონკურენტები არჩევნებს ჩამოსცილდნენ. მესამე ვადით არჩევა ქვეყანაში დღემდე არსებული პრეცედენტის დარღვევაა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ითხოვდა.
GUARDIAN.GE - ინდონეზიაში, აღმოსავლეთ იავაში ფეხბურთის მატჩის დასრულების შემდეგ ჭყლეტის შედეგად სულ მცირე 129 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 180 დაშავდა - იტყობინება BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი უბედურებაა მათ შორის, რაც კი სტადიონზე მომხდარა.
GUARDIAN.GE - იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი შინძო აბე, რომელიც წინაასარჩეევნო მიტინგზე 41 წლის შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას იაპონიის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია ადასტურებს.
GUARDIAN.GE - იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინძო აბეს ქალაქ ნარაში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორჯერ ესროლეს, რის შედეგადაც იგი მიწაზე დაეცა. მასზე თავდამსხმელი დაკავებულია.
GUARDIAN.GE - ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ესწრებოდა, პირდაპირ განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არც ტაივანს, არც კოსოვოს, არც „სამხრეთ ოსეთს“ და არც აფხაზეთს და მისი ქვეყანა ამ პრინციპით იხელმძღვანელებს ლუგანსკისა და დონეცკის შემთხვევაშიც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.